კალანდიას თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლის მესამე ორიგინალი მუზეუმში ინახება

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლის მესამე ორიგინალი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა პარიზიდან ჩამოიტანა.
ამის შესახებ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ რადიო „პირველი არხის“ დილის პროგრამა “პიკის საათის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ჩვენი დამოუკიდებლობის აქტი განსაკუთრებულია, რადგან ის ჩასმულია სპეციალურ ყდაში. ყდაზე ვერცხლის მოოქროვილი გერბია გამოსახული, რომელსაც ლალის თვლები ამშვენებს. ექსპონატი პირველად გამოდის საცავიდან და მას საპატიო ყარაული დაიცავს. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, საკუთარი თვალით იხილოს დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე დამოუკიდებელი საქართველო დაიბადა”, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები