სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ-თავდასხმა განხორციელდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე, კიბერ-თავდასხმა განხორციელდა – ამის შესახებ ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტი 2 მაისს მოხდა.
კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge;
საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელებით და სხვა ალტერნატიული საშუალებებით, სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები