მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 – 7 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომლის ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.(ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში). ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში 4 – 7 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები