პლასტიკის პარკების რეგულაციის წესები ნოდარ კერესელიძემ მწარმოებლებს გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველოში პლასტიკის პარკების იმპორტიორებს, მწარმოებლებს, მსხვილი სუპერმარკეტებისა და ფარმაცევტული კომპანიების ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ გააცნო.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, გაერთიანებული სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვაა.

„ჩვენ გვინდა ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით შევძლოთ პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირება და შესაბამისად, პლასტიკის პარკებისგან გარემოს დაცვა. გარემოს დაცვაზე ზრუნვა თოთოეული ჩვენგანის ვალდებულებაა და ვფიქრობ, შევძლებთ ეფექტიან თანამშრომლობას“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები