გიორგი მარგველაშვილი: წარმოგიდგენია, რომ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?!

წარმოგიდგენია, რომ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?!,- ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეჯომპანია “პირველის” ეთერში მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმის მიხეილ მგალობლიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, რაც შეეხება, პირველი ლწდის ბიძაშვილის ყოფილ მეუღლეს, ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ იგი ისე შეიწყალა, არ იცოდა, რომ იგი მისი მეუღლის ახლობელი იყო.

“ერთი ადამიანი შევიწყალე და ეს იყო მაკას ძმა. ანალოგიური ბრალდებით არაერთი პატიმარი მყავს შეწყალებული. იყო ფაქტორი რომ იყო მაკას ძმა? რა თქმა უნდა, ვიცნობდი ადამიანს. როდესაც მე ვიღაცა რეკომენდაციას მეუბნება, რომ კარგი ადამიანია და რაღაცას მიყვება რომელიღაც პატიმარზე, რა გგონიათ ეს ამ კომისიაზე არ ახდენს გავლენას, ან ადვოკატის პოზიცია არ ახდენს გავლენას?

მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა არ შემიწყალებია.ეს არ იყო გამონაკლისი. და ახლა გადავიდეთ მეორეზე, რომ მაკას ბიძაშვილის ყოფილი ქმარი თურმე შემიწყალებია, ეს არც ვიცოდი. ამას არ ვიხილავდი და მე კი არა, კომისიამაც ბუნებრივია, არ იცოდა. შენ წარმოგიდგენია, რომ 3500 შეწყალებულს შორის ახლობელი არავინ იყოს?!”- განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები