ლინას ლინკევიჩუსი: ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და „ტვიტერზე“ საქართველოს ქართულ ენაზე ულოცავს.
„გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს“,- წერს ლინას ლინკევიჩუსი.
ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.
ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დღეს, 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.
ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.
ამიერიდან, უკვე ოფიციალურად დაიწყება შემდეგი ტერმინოლოგიის გამოყენება. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად GruzijosAmbasada)იქნება „საქართველო ამბასადა“ (SakartveloAmbasada), კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ამჟამად Sveiki atvykę į Gruziją) – Sveiki atvykę į Sakartvelą, ქართველი (ამჟამად Gruzinas) – Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) – kartvelų kalba და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები