საქართველოს ავთენტური დასახელება “Sakartvelas” ძალაში ოფიციალურად შევიდა

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე, გადაწყვეტილება დღეს, 3 მაისს დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ლიტვაში საქართველოს საელჩომ განათავსა.
აღსანიშნავია, რომ ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს სახელწოდება გამოყენებული იქნება, როგორც Sakartvelas.
ამიერიდან, უკვე ოფიციალურად დაიწყება შემდეგი ტერმინოლოგიის გამოყენება. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად GruzijosAmbasada) იქნება „საქართველო ამბასადა“ (SakartveloAmbasada), კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ამჟამად Sveiki atvykę į Gruziją) – Sveiki atvykę į Sakartvelą, ქართველი (ამჟამად Gruzinas) – Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) – kartvelų kalba და ა.შ.
ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე იმედოვნებს, რომ არაფორმალურად დამკვიდრებული საქართველოს ავთენტური სახელწოდება თითოეული ლიტველისთვის კარგად ნაცნობი და ყოველდღიურობაში გამოყენებადი გახდება. მისივე თქმით, ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ლიტვაში დარეგისტრირებულ ქართულ სათვისტომოებს და საქართველოზე ორიენტირებულ ტურისტულ სააგენტოებსაც მიეწოდებათ.
„დარწმუნებული ვართ, რომ ლიტვის მოქალაქეები აიტაცებენ ამ სიახლეს და საქართველოს ლიტველ მეგობართა წრეში უკვე არაფორმალურად დამკვიდრებული საქართველოს ავთენტური სახელწოდება თითოეული ლიტველისთვის კარგად ნაცნობი და ყოველდღიურობაში გამოყენებადი გახდება. აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, თამამად შეგვიძლია ამ დღეს ვუწოდოთ საქართველო-ლიტვის მეგობრობის დღე.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან ლიტვაში დარეგისტრირებული ქართული სათვისტომოები და საქართველოზე ორიენტირებული ტურისტული სააგენტოები”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები