აზიური ფაროსანას მონიტორინგთან დაკავშირებით წამყვანი იტალიელი სპეციალისტები სწავლებას ატარებენ

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხაში, მეთხილეთა ასოციაციის ოფისში აგრონომებისთვის, სპეციალისტებისა და ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და მავნებლის ბიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით სწავლება გაიმართა.  სწავლება  წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ ჩაატარეს.

შეხვედრაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, კომპანია „აგრიჯორჯიას” წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს სხვა ქვეყნების გამოცდილების განხილვა, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები, რაც მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების დანერგვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს.

აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  პრაქტიკული სამუშაოებიც.  აგროკონსულტანტები მონიტორინგის სისტემებს  200 წერტილში განათავსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები