“ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა გაკეთდება“

„ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა გაკეთდება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოტანიკურ ბაღში პროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.
თბილისის მერის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ბოტანიკურ ბაღში განსახორციელებელ პროექტს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ აკეთებს, რის გამოც კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესანიშნავი გარემოა. ძალიან მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას და ტურისტს ვხედავ დღეს ბოტანიკურ ბაღში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ მალე ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა მოეწყობა, რომელიც იქნება ასევე თანამედროვე სტანდარტების და მგონია, რომ ამ ადგილს მისცემს კიდევ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ის სწორად იქნას გამოყენებული.
ამ პროექტს დედაქალაქს საჩუქრად ფონდი „ქართუ“ უკეთებს და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ პროექტისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები