სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების სტუ-ში გადმოტანის მიზნით კომიტეტი ამოქმედდა

SDSU Georgia-ს (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში) მოქმედი პროგრამების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოტანის მიზნით შექმნილი კომიტეტი (SDSU to GTU Programs Transition Committee) მუშაობას შეუდგა.
ტექნიკურ უნივერსიტეტში კომიტეტის პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები და მიწვეული სტუმრები – SDSU Georgia-სა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ წარმომადგენლები.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე SDSU Georgia-ის გამოცდილებისა და პროგრამების სტუ-ში გადმოტანის გზებზე იმსჯელეს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დამოუკიდებლად შეძლოს SDSU Georgia-დან გადმოტანილი ელექტოინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიისა და სამშენებლო სპეციალობების საბაკალავრო პროგრამების მდგრადი მართვა.
საუბარი შეეხო ლაბორატორიების, ტრენინგებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების მომზადებასაც.
შეხვედრაზე, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გაიწერა სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები.
კომიტეტის მორიგი სამუშაო შეხვედრები სტუ-ში რეგულარულად, წინასწარშედგენილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები