“112”-ს აშშ-ის დელეგაცია ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს აშშ-ის ევროპული სარდლობისა და ამერიკის არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის მიზანი იყო საგანგებო სიტუაციებისას  სახელმწიფო უწყებების ფუნქციებისა და მათი როლის განსაზღვრა, ასევე, კოორდინაციის მექანიზმის შეფასება.

„112“-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ის არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში მათი შესაძლებლობები და ფუნქციები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები