მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონი გამოყო

2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოვყოფთ 5 მლნ ლარს. ნაწილდება: ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე. ამ თანხებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები რეაბილიტირდება. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე და ასევე, საავტომობილო და საფეხმავლო ბოგირებზე, ნაპირსამაგრ ნაგებობებზე და ა.შ.,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები