ე.წ. გლდანის ხიდებთან ავარიის შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა – ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული

მეტრო “სარაჯიშვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. გლდანის ხიდებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა. მათ შორის ერთი საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სამი დაშავებულიდან ორ მათგანს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო ერთი იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, მოზარდს თავის არეში მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სარაჯიშვილი-გურამიშვილის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები