გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს მოუწოდა, „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულებაზე ეფექტური კონტროლი განხორციელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შს სამინისტროს მოუწოდა, „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულებაზე ეფექტური კონტროლი განხორციელდეს.
“1-ელი მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის თანახმადაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში- 10%. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას. განსაკუთრებით ბიზნეს-სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ, მოვუწოდებ გაგებით მოეკიდონ ამას. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შს სამინისტროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შს სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი მაისიდან დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები