დავით შერაზადიშვილმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“ მოინახულა

ასოციაცია “საქართველოს მრავალეროვანი ქალების” წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედის” 9-თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“ დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად მოინახულა, ცენტრის მუშაობას კიდევ ერთხელ გაეცნო და არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში მოისმინა.

ცენტრმა ამ დრომდე დახმარება 11 ბენეფიციარს გაუწია. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადგილზე ფსიქოლოგი, იურისტი, ექთანი და სოციალური მუშაკი ემსახურება. ასევე ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სხვადასხვა სპეციალურ-საგანმანათლებლო პროგრამაში.

ცენტრი „იმედი“ ევროკავშირის პროექტის „არა ოჯახში ძალადობას“ ფარგლებში 2017 წლის 17 ივლისს გაიხსნა, რომლის მიზანია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცენტრი უზრუნველყოფს ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების დაცვას და დახმარებას.

,,ჩვენთვის ერთ-ერთი მიმართულებაა მოწყვლადი ჯგუფის, ქალთა გაძლიერება- მხარდაჭერა. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროექტების არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში არაერთი უფასო კურსები ჩატარდა და მიმდინარეობს კიდეც. სწორედ ეს კურსები ეხმარება ქალებს პროფესიული უნარების განვითარებაში.

ასოციაციამ „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, რაც კარგი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ქალებმა მცირე გრანტები მოიპოვონ. ეს ყოველივე კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისათვის”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები