ჩუღურეთის რაიონში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე, გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო.

აქციის ფარგლებში, ქუჩაზე ათი ძირი ცხენისწაბლას ნერგი რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებელმა ერთობლივად დარგეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხეები ამ რაიონისთვის დამახასიათებელია და მის კლიმატურ პირობებს ყველაზე მეტად ესადაგება. დღესვე გამწვანების გარდა, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და უახლოეს მომავალში ასფალტის საფარის მოწესრიგებაც იგეგმება.

„რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი საზრუნავია. გამწვანების აქციები სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული. თითოეული ნაბიჯით ვასრულებთ დაპირებას, რომლის მიხედვით ჩუღურეთის რაიონი ყველასთვის მიმზიდველი გახდება. უახლოეს მომავალში აქ რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები და გამწვანებული გარემო იქნება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

აქცია საგაზაფხულო  გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და წლის ბოლომდე ჩუღურეთის რაიონში სულ 100-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები