გლდანის რაიონის გამგებელი მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ავჭალა 1-ში (მუხიანის სამხედრო დასახლება) ოთხ მისამართზე გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გლდანის  რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე,  საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ  ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, გობრონიძის ჩიხში, გაბაშვილის მეხუთე გასასვლელში, ვ.ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე  გზა კაპიტალურად მოწესრიგდება. ამასთან, მუხიანში კორპუსების მიმდებარედ ქუჩებთან დამაკავშირებელი კიბეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  სამუშაოები მესამე მიკრორაიონის N18 კორპუსის, ასევე, მეორე მიკრორაიონის N5, N8, N11 კორპუსების ტერიტორიაზე ხორციელდება.

გარდა ამისა, ამავე კორპუსებთან დაახლოებით 1200 კვადრატულ მეტრზე ფეხით სავალი ბილიკები მოეწყობა. ამასთანავე, N11 კორპუსთან მისასვლელი პანდუსით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები