რევაზ სოხაძის ინიციატივით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძისა და შპს “ეკოსერვის ჯგუფის” ერთობლივი ინიციატივით, ვარკეთილი 3-ის, მე-3ა მ/რ-ში, 343-ე კორპუსის მიმდებარედ გამწვანების აქცია “გაამწვანე ვარკეთილი” გაიმართა.

საგაზაფხულო რგვების ფარგლებში,  აღნიშნულ მისამართზე, კიპარისისა და ფიჭვის ნერგები  დაირგო. გამწვანების აქციაში, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რევაზ სოხაძესთან ერთად, მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა და შპს “ეკოსერვის ჯგუფის” მოადგილემ ვახტანგ ტალახაძემ მიიღო.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, სეზონური გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ვარკეთილში ხე-მცენარეების დარგვა მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს ვარკეთილი 3-ში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფიჭვისა და კიპარისის ნერგები დაირგო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების აქციაში აქტიური მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაიმართება, რათა ჩვენს ქალაქს რაც შეიძლება მეტი გამწვანებული ადგილი და სარეკრეაციო ზონა ქონდეს“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები