როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 – 3 მაისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 4 – 5 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ტემპერატურა 4 – 5 გრადუსით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში 2 – 3 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 4 – 5 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები