ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის პროგრამის განხილვას დაესწრო

სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტიში”  პროექტის -„კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამის“  შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, როლანდ შტოირერმა სიტყვით მიმართეს.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროექტს „კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნასა და მოსამზადებელ  პროგრამას“  ახორციელებს, რომელიც საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნასა  და კლიმატის მწვანე ფონდისთვის ეროვნული პროგრამის შემუშავებას მოიცავს. ეროვნული პროგრამა ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს და კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ასევე, პროექტის ფარგლებში  განისაზღვრება პრიორიტეტები, რაც  ფონდიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას გულისხმობს.

კლიმატის მწვანე ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შეიქმნა როგორც მისი მთავარი ფინანსური მექანიზმი. ფონდი მობილიზებას უწევს 100 მილიარდ აშშ დოლარს, რომლითაც მოხდება განვითარებადი ქვეყნების დაბალემისიანი და მდგრადი განვითარების პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება.

შეხვედრას კერძო და საჯარო სექტორის,  საერთაშორისო და  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები