თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფეტვრების, უნივერსიტეტის, ფხაკაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ლვოვის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის, ლომონოსოვის, ცხინვალის, გამყრელიძის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ზემო ვეძისის და ალასანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, ინგოროყვას და კრავეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა (ნაწილობრივ), VIII (ნაწილობრივ) მიკრორაიონების, ანდრონიკაშვილის, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის და მშვიდობის ქუჩის (დიდი ლილო) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, კალოუბნის, ჯავახეთის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:30 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაღის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, აგლაძის, ბაქრაძის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, შინდისის და წავკისის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და რიყის ტერიტორიის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოდბის, ლუსინიანის, იორის და იალბუზის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები