გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომში, სოფელ საკირეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ადამიანური ფაქტორია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში, სოფელ საკირეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზად ადამიანური ფაქტორი დაასახელა და ბუნებრივი ფაქტორი გამორიცხა.
მისივე თქმით, ყოველივე ეს მიზანმიმართული იყო თუ დაუდევრობით გამოწვეული, ამას კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ.
“მიზეზი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ არის ადამიანური ფაქტორი. ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს, რადგან ამ პერიოდში ბუნებრივად ხანძრის გაჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მიზანმიმართული იყო თუ დაუდევარი მოქმედება, ამას ალბათ კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა და 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები