ანა ნაცვლიშვილი: ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტი დასაცავია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ მშრომელთა საერთაშორისო დღე ტყიბულელ მეშახტეებს მიულოცეს და მათთან შეხვედრაზე, რომელიც ტყიბულში გაიმართა, შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა უფლებების საკითხები განიხილეს.

ანა ნაცვლიშვილს და კახა კოჟორიძეს  მეშახტეებმა იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ბოლო წლებში მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ მიმართულებით კანონმდებლობის ბაზის სრულყოფას, რათა დასაქმებულებმა შრომითი უფლებების რეალიზაცია სრულფასოვნად შეძლონ.

პრეზიდენტის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მიზნით, პრეზიდენტი სპეციალისტებთან და შესაბამის ინტერესჯგუფებთან კონსულტაციებს კვლავაც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები