თამარ ჩუგოშვილი ელიზაბეთ რუდის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის  მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  პარლამენტის სამომავლო გეგმებს, მათ შორის, პარლამენტის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ აქტივობებს. მხარეებმა ისაუბრეს, ასევე, გენდერულ კვოტირების საკითხზე.

„ჩვენ გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა. პირველ რიგში,  როგორც ყოველთვის, ვისაუბრეთ პარლამენტის გეგმებზე და პარლამენტის გაძლიერებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიებებზე, იქნება ეს მაგალითად, რეგლამენტის ცვლილებები თუ სხვადასხვა ნაბიჯები. ასევე, ვისაუბრეთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად საჭირო ღონისძიებებზე, ანუ კვოტებზე, რომელიც სამწუხაროდ, პარლამენტში ჩავარდა, მაგრამ ვაპირებთ, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ. მათი მხრიდან, როგორც ყოველთვის, ჩვენი საქმიანობის და პარლამენტის გაძლიერების მიმართულებით არის ინტერესი და მხარდაჭერა როგორც ტექნიკური ექსპერტიზის, ასევე პოლიტიკური კუთხითაც”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები