გუგული მაღრაძე თამბაქოს მოწევის აკრძალვის შემდეგ, ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

“ჩვენ უნდა დავიწყოთ, “ობესითის”, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
ამასთან, როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, იგი სიამოვნებით ჩაერთვებოდა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობას შეამცირებდა.
“ჩვენ უნდა დავიწყოთ, “ობესითის”, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა, რა უნდა გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ეს ახლა მთელ მსოფლიოშია აქტუალური და ჩვენთანაც აქტუალურია. ჭარბწონიანობა პრობლემაა მოსწავლეებშიც. უნდა ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, ბაღებში. ვთქვათ, ტკბილეულის ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და გადასახადი”, – თქვა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუგული მაღრაძე თამბაქოს შესახებ კანონის ინიციატორია, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს მოხმარებაზე შეზღდუვები, კანონის დასჯის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმები შემოვიდა.
ცნობილია ადგილები, სადაც არ იკრძალება თამბაქოს მოწევა.
კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს. თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე გამოწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები