საქართველოში პირველად ლტოლვილ მოსწავლეთა მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი შეიქმნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია, სახელწოდებით  „სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა ლტოლვილ მოსწავლეთა ინტეგრაციისათვის სასკოლო საზოგადოებაში“ გაიმართა.

ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, გაეროს ტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) რეგოინალური  მისიის ხელმძღვანელმა იოჰანეს ფან დე კლაუმ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს.

ბოლო წლებში საქართველოში ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ მოსწავლეთა შემოდინებამ იმატა. მათი ინტეგრაციისთვის სასკოლო საზოგადოებაში უმთავრესი როლი უჭირავს მასწავლებელს. სწორედ ამიტომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშროლობით პროფესიული განვითარების ზემოაღნიშნული პროგრამა შეიქმნა.

პროგრამაში გამოყენებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მასალები და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რა მიზეზით შეიძლება გახდეს ადამიანი ლტოლვილი; რა სამართლებრივი დოკუმენტები იცავს ომის მსხვერპლს; რა საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს ლტოლვილებთან მიმართებით; რა თავისებურებებს აწყდებიან მასწავლებლები ლტოლვილ ბავშვებთან.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ზაფხულიდან გეგმავს ყველა იმ მასწავლებლის გადამზადებს, ვინც  ლტოლვილ მოსწავლეებს ასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები