“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს – პარტიას სავარაუდოდ წევრები დატოვებენ

“ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს სავარაუდოდ დავით საგანელიძე და თემურ ჭკუასელი დატოვებენ.
ამ წუთებში “ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტ საბჭოს წევრები იკრიბებიან, სადაც სხდომა დაიწყება.
სხდომის დაწყებამდე პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
„კონკრეტულად არ არის გადაწყვეტილი რამდენი წევრი იქნება ახალ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში. სწორია, რომ მოხდეს გადახალისება. ახალი სახეებიც აუცილებელია პოლიტიკაში. მე ჩემი პოზიცია გამაჩნია, 2 წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, არ ვარ პოლიტიკაში. ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფორმალურად პოლიტსაბჭოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ფონდს ვხელმძღვანელობ, არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს ამ განცხადებას, რომ სჯობს, მე არ ვიყო პოლიტსაბჭოს წევრი“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.
რაც შეეხება თემურ ჭკუასელს, მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადახალისება სჭირდება.
„შემცირდება პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა. მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები. პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პილიტიკურ საბჭოს“, – განაცხადა ჭკუასელმა.
მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები