ბექა ნაცვლიშვილი და რუდოლფ მიხალკა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში რუდოლფ მიხალკა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ევროპა, მშვიდობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია, ევროპა – არა ამჟამინდელი არჩევანი, არამედ ისტორიული გადაწყვეტილება, ევროპული განათლების პერსპექტივა – ეს იყო შეხვედრის მთავარი თემები, რომლებზეც  „ევროპის დღეები 2018″-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ევროპა არის  საუკეთესო  სოციალური წესრიგი, სადაც ადამიანებს თვითრეალიზების და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ქცევის საშუალება აქვთ, სადაც სამართლიანობა, თავისუფლება, თანასწორობა უზენაესი ღირებულებებია და სადაც სახელმწიფო ამ ღირებულებების დაცვის გარანტია”,- ასე შეაჯამა თავისი გამოსვლა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეხვედრისას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ევროკავშირში საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არსებულ მიდგომებზე და მოსაზრებებზე ისაუბრა. ასევე, გააცნო სტუდენტებს თუ რა გზა გაიარა სლოვაკეთმა  ევროკავშირისკენ.

„მე მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რადგან ყველა სამომავლო გადაწყვეტილება მხოლოდ ახალგაზრდების მისაღებია”, – განაცხადა რუდოლფ მიხალკამ.

სტუდენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით, ევროპა არის თავისუფლების, სიმშვიდის და კარგი განათლების მიღების გარანტია. ახალციხეში გამართული შეხვედრა საქართელოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები