აზიის განვითარების ბანკი რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB), რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას დააფინანსებს.
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსების საკითხი, ბანკის მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილა.
აზიის განვითარების ბანკი, ასევე ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობას, ქვეშეთი-კობის (EBRD-თან ერთად) და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობას აფინანსებს.
აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები