თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკ “მეფედრონს”, ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

თბილისში, სავარაუდოდ, ახალი თაობის ნარკოტიკის, “მეფედრონის” მოხმარების შედეგად, ორი ადამიანი -22 წლის გოგონა და 26 წლის მამაკაცი დაიღუპა.
გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ისინი მომხდარის მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტ დეტალზე არ საუბრობს.
„გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ, რაც შეეხება იმას რითი არიან ეს ადამიანები გარდაცვლილები და ჰქონდათ თუ არა მათ ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ექსპერტიზაა დანიშნული, როგორც კი დასკვნას მივიღებთ, საზოგადოებას ამის შესახებ დაუყონებლივ შევატყობინებთ“, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მეფედრონის” მოხმარების შედეგად დაღუპულთა ოდენობა 2-ზე მეტია და ასევე, მძიმე მდგომარეობაშია რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები