ადგილები, სადაც ხვალიდან სიგარეტის მოწევა აიკრძალება

თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ხვალიდან, პირველი მაისიდან თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.
წესების დამრღვევი დაწესებულება კი, პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება.
პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება:
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
ამავე კანონის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დასაშვებია:
ფიზიკური პირის სახლში; ტაქსისა და კატერში;
სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში;
პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.
ამასთან, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე, დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები