ბოლნისის მერიაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ერთობლივი პროექტის შესახებ: “როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“.

პროექტის მხარდამჭერია ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია. კურსის მიზანია, საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველ ქალბატონებს გაუღრმავოს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნა და გამოუმუშავოს ბიზნესის კეთების პრაქტიკული უნარები.

ერთობლივ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ეთნიკურ უმცირესობების წამომადგენელ, ასევე საზღვრისპირა ტერიტორიაზე მაცხოვრებელ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალბატონებს.

საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რაზმაძე.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები