სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხიდის პროექტირება-მშენებლობა იწყება

საქართველოსა და სომხეთს შორის “მეგობრობის ხიდის“ პროექტირება-მშენებლობა იწყება.
მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.
ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო.
სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ერთობილივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი – საქართველო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობისა და ვადების საკითხზე, EBRD-ის პროექტის ახალ ხელმძღვანელს ანდრეი მაქსიმოვიჩს შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა.
ახალი ხიდი სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები