საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,1 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მლნ 729,6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ აქვეყნებს, სადაც ასახულია 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებია ასახული.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 5 471 კაცი შეადგინა.
საქართველოს მოსახლეობის 58,3 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.
წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0,3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 1 მლნ 791,6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0,1 პროცენტით შემცირდა და 1 მლნ 938,1 ათასი შეადგინა.
საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები