„ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი, კეთილისმყოფელი, მშვიდობისმყოფელი“

“ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი და ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი, კეთილისმყოფელი, მშვიდობისმყოფელი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა.

ილია მეორემ ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის დიდი ლავრის წინამძღვარს, არქიმანტდრიტ ეფრემს, რუს და უკრაინელ მღვდელმსახურებს უმასპინძლა.

„არის ადამიანი, რომელიც ანგრევს, არის ადამიანი, რომელიც აშენებს. არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს და არის ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი და ყოველი ადამიანი იყოს მაშენებელი, კეთილისმყოფელი, მშვიდობისმყოფელი. დღეს ჩვენ გვყავს დიდი სტუმრები. ნათქვამია ბრძენი ადამიანებისგან, რომ სტუმარი არის ღვთისაგან და მე ვუყურებ ამ სტუმრებს, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილ ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა შევწირო ღმერთს, რომელმაც მომივლინა მამა ეფრემი ათონის წმინდა მთიდან. ეს არის ღვთისაგან გამოგზავნილი პიროვნება და მე მას ვთხოვ, რომ გადასცეს ჩემი ლოცვა-კურთხევა ათონის მთის მამებს. ჩვენთან დღეს ასევე არის ეპისკოპოსი რუსეთის ეკლესიისა. მრავალრიცხოვნად არიან სტუმრები უკრაინიდან. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უკრაინა დამშვიდდეს, მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები