აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, წამლობითი სამუშაოები იწყება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლებში წამლობით ღონისძიებებს იწყებს. ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„30 აპრილს, დილის 7 საათიდან, შემდეგი სოფლების ტერიტორიების დამუშავება დაიწყება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – სოფელი ცაიში, სოფელი შამგონა; ხობის მუნიციპალიტეტი – სოფელო საგვიჩიო; სენაკის მუნიციპალიტეტი – სოფელი დიდიხორში, სოფელი მენჯი; აბაშის მუნიციპალიტეტი – სოფელი კეთილარი, სოფელი პირველი მაისი, სოფელი სუჯუნა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – სოფელი ნიგოითი, სოფელი ქვიანი, სოფელი ჯაპანა; ვანის მუნიციპალიტეტი – სოფელი ყუმური, სოფელი შუამთა, სოფელი ჭყვიში, სოფელი ჯაგანჭვიში; სამტრედიის მუნიციპალიტეტი – სოფელი ტოლები, სოფელი დაბლაგომი, სოფელი საჯავახო.

სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას, ინფორმაცია გავრცელდება მედიის საშუალებითაც. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, არ გამოუშვან ფუტკარი სკებიდან წამლობის დასრულებამდე!

ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობებისა, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტების მიხედვით, მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში.

ასევე, დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: parosana.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები