„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა

2018 წლის მარტში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა გაუმარტივდათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეისათვის უკვე გაცემულია 69 აგროკრედიტი, ჯამური თანხით 1,660,197.63 ლარი და 1 აგროლიზინგი, ჯამური თანხით 1,499,830.69 ლარი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარმა შპს “ალავერდმა”, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში, 20 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, გუთნის, კულტივატორის და საწამლი აპარატურის შესაძენად, 115,000 ლარის ოდენობის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ აიღო.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა.

სახელმწიფო პროგრამის – „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად).

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, „ერთიან აგროპროექტს“ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები