გიორგი მარგველაშვილი: უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულებაა

საქართველოს პრეზიდენტი შრომის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
,,28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. ამიტომ ყველამ და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის. ჩვენ ისე უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ, ისე, რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი ღირებულება – ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები