ევროკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნას იწონებს

ევროკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნას იწონებს. მისი წარმომადგენლობის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ეთნიკური უმცირესობების დაცვის და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით. დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.
ევროკავშირმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლახან შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი გააძლიერებს სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღებას და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ადამიანის უფლებების საკოორდინაციო მექანიზმი კიდევ უფრო ოპერატიული გახადოს .
https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/43514/eu-and-georgia-hold-11th-annual-human-rights-dialogue_en

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები