შსს-მ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი მოსაშვილმა ახალქალაქში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა. რეაბილიტირებული იზოლატორი დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. იზოლატორში მოთავსებული პირებისთვის განკუთვნილი ფიცარნაგები რკინის ახალი, ინდივიდუალური საწოლებით შეიცვალა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ასევე, მოეწყო საგამოძიებო და ამოსაცნობი ოთახები, დაკავებულთათვის განკუთვნილი სასეირნო ეზო, საშხაპე და საპირფარეშო ოთახები.
2018 წლის ბოლომდე, რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება და სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები