12.00 საათის მონაცემებით, ვანის 31 საარჩევნო უბანში ხმა 6130-მა ამომრჩეველმა მისცა

12.00 საათის მონაცემებით, ვანის 31 საარჩევნო უბანში ხმა 6130-მა ამომრჩეველმა მისცა.
№53 საოლქო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ მახათაძის განცხადებით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 9,7%-ია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.
ვანის ოლქში სულ 25 033 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა – მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები