ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ისანში გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, რაიონში გამწვანების აქცია -,,შენი მწვანე ეზო’’ გაიმართა. გასამწვანებელი ადგილები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეირჩა და ტერიტორიები ნერგებით მათივე მონაწილეობით შეივსო.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას გამწვანების ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ისნის რაიონის მოსახლეობასთან ერთად ჩავერთეთ ამ აქციაში და ეზოების გამწვანება დავიწყეთ. თითოეული მწვანე ეზო არის მწვანე უბანი, მწვანე უბნები კი მწვანე ქალაქის საწინდარია”,- განცხადა დეპუტატმა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, გამწვანების ღონისძიებები ,,ეკოსერვის ჯგუფის’’ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, რაიონში კვლავაც გაგრძელდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ისნის რაიონში მიმდინარე გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ და პარლამენტარმა ვანო ზარდიაშვილმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები