არჩილ თალაკვაძე: იმედია, იპოვიან იმ ადამიანს, ვინც გიგი უგულავას ბანერი დააზიანა

„იმედია, იპოვიან იმ ადამიანს, ვინც გიგი უგულავას ბანერი დააზიანა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერის დაზიანების კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
“დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. იმედია, იპოვიან ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა. “ქართული ოცნება” არჩევნებს იგებს პარტიული საქმიანობით და სამუშაოების ხარჯზე, რომელსაც ვახორციელებთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უცნობმა პირმა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერი დააზიანა. შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან: პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა, მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი – გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები