აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, იმერეთის რეგიონში სპეცტექნიკაა მობილიზებული

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორი ლაშა შალამბერიძე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქციები გააცნეს. აღინიშნა, რომ შეწამვლის პროცესი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისთვის რესურსები მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა მხარის, სახელმწიფოსთან ერთად, მოსახლეობის ჩართულობა, რათა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი”, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები