ვანში, სოფელ კონტუათთან, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერი ჩამოხიეს

ვანში, სოფელ კონტუათთან, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს და ჩამოხიეს. ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. აღნიშნულის შესახებ ფოტო პარტიის წევრებმა გაავრცელეს.
„არჩევნების დღე დარღვევებით დაიწყო ვანში. დაზიანებულია ქალაქის ცენტრში განთავსებული, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერი“, – აცხადებენ პარტიაში და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.
დაზიანებულ ბანერთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები