ზესტაფონში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სპეციალიზირებული ტექნიკის პრეზენტაცია გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მავნებლებთან ბრძოლის სპეციალიზირებული ტექნიკის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მეზობელი მუნიციპალიტეტების პირველი პირები, წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოების ნაწილი დაესწრო. საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი იაკობაშვილმა საზოგადოებას, ის ძირითადი ღონისძიებები გააცნო, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. მათ ასევე ისაუბრეს ტექნიკის აღჭურვილობისა და მისი გამოყენების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონს 2 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული ავტომანქანა გადაეცა. მათ შორის 1 თერმული ნისლის აგრეგატი და 1 ცივი შესხურების ტექნიკა. შეწამვლითი სამუშაოების დაწყებამდე 24 საათით ადრე, წინასწარ ეცნობება სოფლის მოსახლეობას. სახელმწიფო, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სამ ძირითად მიმართულებას ახორციელებს. საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. კამპანიის მიზანია, როგორც მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური საშუალების მობილიზება, ასევე საზოგადოების ინფორმირება და მათი გაერთიანება მავნებლის წინააღმდეგ. სახელმწიფოს მიერ დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამლვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები