სოფიო ქაცარავა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ევროპის დღეები – 2018“-ის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. საქართველოევროკავშირის ურთიერთობებს, ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და დასახული ამოცანების შესრულებას, ასევე ევროკავშირის, როგორც ერთიანი ინსტიტუტის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების განხილვას დაეთმო აღნიშნული შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ანრიკო ბარტოლი და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა, რომელმაც სტუდენტებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ევროკავშირის წევრობა არ არის ბევრიდან ერთი არჩევანი. სინამდვილეში ეს ჩვენი ერთადერთი არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ამას განაპირობებს ისტორიულად ჩვენი ევროპული კუთვნილება, გეოპოლიტიკური მდებარეობა  და ამჟამინდელი საფრთხეები. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამის მიზეზია ღირებულებითი კავშირი.

ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ბუნებრივი პროცესია. საუკუნეების მანძილზე ქართველები და ჩვენი ქვეყნის ლიდერები მუდმივად ცდილობდნენ ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. საქართველოს უალტერნატივო საგარეო კურსი მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისა და ნატო წევრობას ეკუთვნის და ამისთვის ქვეყანა გადის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გზას. ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაშია, რაც ჰარმონიას ქმნის და წევრობას დღითიდღე უფრო რეალურს ხდის.

ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს და პრინციპებს ადამიანის უფლებებიდემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა წარმოადგენს, რისთვისაც საქართველო მნიშნელოვან ნაბიჯებს დგამს. ქვეყანაში ყალიბდება და ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები და ევროპული სამოქალაქო თვითშეგნება. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა გაითავისოს საქართველოს მნიშვნელობა და მისი მომავალი, მიიჩნიოს თითოეულმა საკუთრებად, რაც ახლა პატარპატარა და მომავალში დიდი წარმატების წინაპირობა იქნება.

საქართველომ ნაბიჯნაბიჯ მოიპოვა ის ინსტრუმენტები, რაც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს –  ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა და ვიზა ლიბერალიზაციასამი მართლაც ხელშესახები ინსტრუმენტი“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საკანონმდებლო ორგანო აქტიურ საქმიანობას განაგრძობს ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის და და ევროკავშირის ქვეყნებთან საპარლამენტო კავშირების გამყარების, მათი გამოცდილების მიღების კუთხით.

ევროკავშირი ესაა ღირებულებითი არჩევანი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა და საყოველთაო ეროვნული გამოკითხვის დროს ფორმალურადაც გამოხატა. ევროკავშირისგან მიღებული გვაქვსსაშინაო დავალება“, რომელსაც გულმოდგინედ ვასრულებთ სხვადასხვა ორმხრივ ფორმატებში, რაც ისევ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი პოლიტიკურეკონომიკური სისტემის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ტრანსფორმირების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და ევროკავშირთან დაახლოვების ზრდის გზითკიდევ უფრო ვვითარდებით და ვიხვეწებით, როგორც ახალგაზრდა დემოკრატია“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირისაქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციის მისწრაფებებზე და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრეს უცხოელმა დიპლომატებმა.

საქართველო გამოწვევებით აღსავსე გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს, მიუხედავად მრავალმხრივი სირთულეებისა ქვეყანა მიზანმიმართულად ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და მოწოდებულია გახდეს ევროკავშირის და ევროატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

ევროკავშირის შექმნის წინაპირობებზე, მისი განვითარების ეტაპებზე, დაძლეულ გამოწვევებზე და კრიზისებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირმა შექმნის შემდეგ არაერთი რთული ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა, რომელთა დაძლევის შემდეგ იგი კიდევ უფრო ძლიერი და მტკიცე გახდა. მისივე განცხადებით, ევროპული ღირებულებები, რაც დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და ეკონომიკის განვითარებას ეფუძნება, აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რათა ევროკავშირის საწინააღმდეგო პოპულისტური რიტორიკა დასრულდეს. ევროკავშირის წევრობამდე მისი ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ ლიტვა ღარიბი და გაპარტახებული ქვეყანა იყო, რომთანაც ურთიერთობას ყველა ერიდებოდა. დემოკრატიული რეფორმების და შრომატევადი საქმიანობის შედეგად ქვეყანამ მალე შეძლო ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რასაც შედეგად 2004 წელს ევროკავშირის წევრობა მოყვა.

რატომ არის ევროპა ასე სასურველი? იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლება, ნდობა და კონკურენცია. ევროკავშირი არ არის ცალკე აღებული რაიმე ორგანიზაცია, იგი დემოკრატიული ღირებულებების ერთობას წარმოადგენს“, – განაცხადა გიედრიუს პუოჯიუნასმა. რუმინეთისაქართველოს მრავალწლიან ურთიერთობებზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა რადუ ლივიუ ჰორუმბმა. მისი ინფორმაციით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი, ისტორიული წარსული და განვითარების მიზნები აკავშირებს. ელჩის განცხადებით, მისი ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და დაინტერესებულია საქართველოსთან მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერთობები იქონიოს. ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრისას პირველად გააკეთა განცხადება, რაც თბილისიბუქარესთის და ქუთაისიბუქარესტის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას შეეხებოდა, რომელიც მისივე განცხადებით, ზაფხულიდან ამოქმედდება.

გამოსვლების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო პროგრამებით და საქართველოში უცხო ენების შემსწავლელი კურსებით, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ საიმიგრაციო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების საკითხებზე და ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის თემატიკით დაინტერესდნენ. ახალგაზრდებმა უცხოელი დიპლომატებისგან და კომიტეტის თავმჯდომარისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა. გავიგეთ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი. ასევე ელჩებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც სწავლის გაგრძელებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, ნინო ბედოშვილმა.

რატომ ევროპა? იმიტომ, რომ იგი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ ხარისხიანი განათლება. პირადად მე ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვარ და მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი სტუდენტებისთვის ეს არის დიდი შესაძლებლობა მიიღონ ევროპული განათლება და საუკეთესო გამოცდილება, რაც საკუთარი უნარჩვევების სხვანაირად დანახვის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვანდა ყაჩილავაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები