თბილისის საკრებულოს დელეგაცია ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო, ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს. გიორგი ტყემალაძესთან ერთად, კრაკოვში თბილისის საკრებულოს წევრები დავით უთმელიძე, შალვა ოგბაიძე და ოთარ გრიგოლია იმყოფებიან.

თბილისის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესზე, რომელიც კრაკოვის  კონგრესის ცენტრში  იმართება, მოხსენებით გამოვიდნენ.

გარდა ამისათბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ევროპის ქვეყნების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს.

აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან წარმატებული ფორმატი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. კონგრესის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღეთ მრავალ, სხვა და სხვა ფორმატის პროფილურ შეხვედრებში, სადაც ევროპის ქალაქებსა და  თბილისში  თვითმმართველობის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები განვიხილეთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ადგილობრივ თვითმმართველობების ევროპული ფორუმის მიზანია ევროპის რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი და პირდაპირი თანამშრომლობის გაღრმავება სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ურბანულ და ტურიზმის განვითარების სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზეასევე ადგილობრივ ლიდერთა, საჯარო ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები