ირაკლი კობახიძე ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ჩვენს მეგობარ ისრაელის ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას და სამშობლოს სამსახურში დაბრუნებას ვუსურვებ“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო სკოლის მოსამზადებელი კურსის სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი, ექსკურსიაზე იუდეის უდაბნოში გაემგზავრა, სადაც, ტრაგიკული შემთხვევის გამო, 10 ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები