გიორგი კვირიკაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა დალიმ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა გერმანული ლიტერატურის შედევრების თარგმანები, რომლებიც ქართული მთარგმნელობითი სკოლის შესანიშნავი ნიმუშებია.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დალი ფანჯიკიძის ოჯახსა და ახლობლებს“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები